Tuesday, February 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია

                                               

დღემ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა. მიუხედავად ოთხსაათიანი მუშაობისა, დაღლა არ მიგრძვნია :)  ბლოგის შექმნა, მოვახდინე პროექტის იდეის გენერირება,  პროექტის თემა განვათავსე ბლოგზე და მივიღე საინტერესო კომენტარები. მეც წავიკითხე კოლეგების საპროექტო იდეები, გამოვაქვეყნე  კომენტარები.ბლოგს დავამატე გვერდები და შევცვალე დიზაინი. ეხლა დიდი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ სამუშაო დღეს.

intel-ის სასწავლო კურსი

                                                      ჩემი პროექტის იდეა

არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას მიგრაციის პრობლემა.ისედაც მცირერიცხოვან ერს, გლობალური თუ ლოკალური მიზეზების გამო, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მისი მაღალი მაჩვენებელი. საინტერესოა როგორი მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენ მხარეში, ან სულაც ჩვენ ქალაქში. მოსწავლეები იკვლევენ როგორია მიგრირებულთა პროცენტული მაჩვენებელი ქალებსა და მამაკაცებს შორის, ადარებენ რომელ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს გარე მიგრაცია და რომელში შიდა, ქმნიან დიაგრამებს  წლების მაჩვენებლების მიხედვით. მცირე კვლევას ატარებენ სკოლის გარემოში იგივე თემაზე და ელექტრონული პრეზენტაციის სახით მის შედეგებს წარუდგენენ სკოლის აუდიტორიას.