Sunday, March 9, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჩვენ ავაწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვათავსეთ ბლოგზე. ბლოგს დავამატეთ გვერდები და ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა
Saturday, March 8, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა... განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევავსე საკუთარი, რისთვისაც ვიმუშავე intel-ის ბიბლიოთეკაში. დავასრულე მასწავლებლის პრეზენტაცია, განვათავსე საკუთარ ბლოგზე
Monday, March 3, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა:
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური კითხვები
ზოგადი კითხვა:
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური კითხვები
- რა სახის მიგრაციები არსებობს ზოგადად?
- რა არის მიგრაციის მიზეზი ხშირ შემთხვევაში?
- რომელი ქვეყნები გამოირჩევიან მიგრაციის მაღალი დონით?
შინაარსობრივი კითხვები:
- სად უფრო ხშირად მიგრირდებიან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ?
- რომელი სქესი მიგრირდება უფრო ხშირად?
- რა ასაკის ადამიანები მიგრირდებიან ძირითადად?
Tuesday, February 25, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღემ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა. მიუხედავად ოთხსაათიანი მუშაობისა, დაღლა არ მიგრძვნია :) ბლოგის შექმნა, მოვახდინე პროექტის იდეის გენერირება, პროექტის თემა განვათავსე ბლოგზე და მივიღე საინტერესო კომენტარები. მეც წავიკითხე კოლეგების საპროექტო იდეები, გამოვაქვეყნე კომენტარები.ბლოგს დავამატე გვერდები და შევცვალე დიზაინი. ეხლა დიდი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ სამუშაო დღეს.
intel-ის სასწავლო კურსი
ჩემი პროექტის იდეა
არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას მიგრაციის პრობლემა.ისედაც მცირერიცხოვან ერს, გლობალური თუ ლოკალური მიზეზების გამო, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მისი მაღალი მაჩვენებელი. საინტერესოა როგორი მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენ მხარეში, ან სულაც ჩვენ ქალაქში. მოსწავლეები იკვლევენ როგორია მიგრირებულთა პროცენტული მაჩვენებელი ქალებსა და მამაკაცებს შორის, ადარებენ რომელ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს გარე მიგრაცია და რომელში შიდა, ქმნიან დიაგრამებს წლების მაჩვენებლების მიხედვით. მცირე კვლევას ატარებენ სკოლის გარემოში იგივე თემაზე და ელექტრონული პრეზენტაციის სახით მის შედეგებს წარუდგენენ სკოლის აუდიტორიას.
Subscribe to:
Posts (Atom)