Sunday, March 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჩვენ ავაწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვათავსეთ ბლოგზე.  ბლოგს დავამატეთ გვერდები და ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, March 8, 2014

პორტფოლიოს პრეზენტაცია

                             
                                      პ ო რ ტ ფ ო ლ ი ო

მეხუთე დღის რეფლექსია

დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა... განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევავსე საკუთარი, რისთვისაც ვიმუშავე intel-ის ბიბლიოთეკაში. დავასრულე მასწავლებლის პრეზენტაცია, განვათავსე საკუთარ ბლოგზე

Monday, March 3, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. დავამუშავეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, განვათავსეთ ბლოგზე და კოლეგებს მივწერეთ კომენტარები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:

რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?

თემატური კითხვები
  • რა სახის მიგრაციები არსებობს ზოგადად?
  • რა არის მიგრაციის მიზეზი ხშირ შემთხვევაში?
  • რომელი ქვეყნები გამოირჩევიან მიგრაციის მაღალი დონით?
შინაარსობრივი კითხვები:
  • სად უფრო ხშირად მიგრირდებიან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ?
  • რომელი სქესი მიგრირდება უფრო ხშირად?
  • რა ასაკის ადამიანები მიგრირდებიან ძირითადად? 



          

    Tuesday, February 25, 2014

    მეორე დღის რეფლექსია

                                                   

    დღემ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა. მიუხედავად ოთხსაათიანი მუშაობისა, დაღლა არ მიგრძვნია :)  ბლოგის შექმნა, მოვახდინე პროექტის იდეის გენერირება,  პროექტის თემა განვათავსე ბლოგზე და მივიღე საინტერესო კომენტარები. მეც წავიკითხე კოლეგების საპროექტო იდეები, გამოვაქვეყნე  კომენტარები.ბლოგს დავამატე გვერდები და შევცვალე დიზაინი. ეხლა დიდი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ სამუშაო დღეს.